წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს მწერალთა სახლის დამოუკიდებლობას 50-ზე მეტი მწერალი და გამომცემელი ითხოვს. მათ საპროტესტო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მწერლებთან და სფეროში მოღვაწე ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე იქნა მიღებული.
ქართველი მწერლებისა და გამომცემლების ერთობლივი განცხადება
