პენი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თავდაპირველად აერთიანებდა პოეტებს, ესეისტებსა და პროზაიკოსებს. მოგვიანებით ის იქცა ორგანიზაციად, სადაც ჟურნალისტებიც გაერთიანდნენ. პენ ცენტრი ხელს უწყობს გამოხატვისა და შემოქმედებით თავისუფლებას ლიტერატურის მხარდაჭერისა და განვითარების გზით და ადამიანის უფლებების ადვოკატირებით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

PEN International ამჟამად ასზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს. საქართველო PEN-ის ოჯახს 1991 წელს შეუერთდა და დღემდე არაერთი პროექტი განახორციელა შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქართველი ავტორების ჩართულობითა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებით.


სირთულეები, რომელთა წინაშეც დღეს დგას ქართული კულტურის სფერო, პენ საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს, როგორც ახალ პლატფორმას საქართველოში გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.