პენ საქართველოს განცხადება მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ

მზია ამაღლობელს, რომელიც 5 თვეზე მეტია, უკანონო პატიმრობაშია, მხედველობა მკვეთრად გაუუარესდა.

მზია ამაღლობელს, რომელიც 5 თვეზე მეტია, უკანონო პატიმრობაშია, მხედველობა მკვეთრად გაუუარესდა. ჟურნალისტის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა გაავრცელა კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული სამედიცინო კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც, მარცხენა თვალიდან მზია ამაღლობელი პრაქტიკულად ვეღარ ხედავს, ხოლო მარჯვენა თვალში სათვალით კორექციით შემთხვევაში მხედველობა შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ 40 პროცენტამდე.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წაუყენეს, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დაკავების შემდეგ, ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად სრული შიმშილობა გამოაცხადა და 38 დღის განმავლობაში უარს ამბობდა საკვების მიღებაზე.

ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალი და მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და პოლიტიკურ მოტივებზე მიანიშნებს. ჟურნალისტის წინასწარ პატიმრობაში დატოვება შეფასდა, როგორც თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე.

19 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების, კერძოდ კი, მზია ამაღლობელის საქმის შესახებ.

ევროპარლამენტი გმობს მზია ამაღლობელის პოლიტიკური მოტივით გამოწვეულ დაპატიმრებასა და დევნას, მოითხოვს მის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას და ყველა ბრალდების მოხსნას.
პენ საქართველო მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, PEN International-სა და სხვა PEN ცენტრებს მთელი მსოფლიოში, გაავრცელონ ინფორმაცია და გამოხატონ სოლიდარობა მზია ამაღლობელის მიმართ.

Total
0
Shares
Total
0
Share