მწერლების და გამომცემლების და განცხადება ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით

პენ საქართველო, საქართველოს წიგნის ასოციაცია, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ცნობილი ქართველი პოეტის, ზვიად რატიანის დაკავების გამო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ზვიად რატიანი დაკავებულია სისხლის სამართლის წესით და წარდგენილი ბრალდებით მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საგანგაშოა ის პრაქტიკა, რაც ბოლო თვეებში ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა – პროტესტის მონაწილეთა დაკავება და მათ წინააღმდეგ აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლო პროცესების წარმართვა.

ზვიად რატიანის ქმედების მიზანი არ ყოფილა პოლიციელისთვის ზიანის მიყენება და ეს კარგად ჩანს ვიდეოშიც. პოლიციელი არ დაშავებულა, თავად ზვიად რატიანი კი 2017 წლიდან დღემდე არაერთხელ იყო პოლიციელების მხრიდან ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი. 2024 წლის ნოემბერში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ათეულმა თანამშრომელმა სასტიკად იძალადა ზვიად რატიანზე, მაშინ, როცა ის ხელებაწეული იდგა და წინააღმდეგობასაც არ უწევდა თავდამსხმელებს, რაც შესანიშნავად ჩანს ვიდეოში. ძალადობის იმ ეპიზოდს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია, არცერთ პოლიციელს, პროკურორს, მოსამართლეს კომენტარი არ გაუკეთებია სამართალდამცავი ორგანოების მიერ წაქცეული ადამიანის სახეში წიხლებით ცემაზე. სამაგიეროდ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა ერთხმად დაგმეს ზვიად რატიანის ქცევა, როდესაც მან სისტემურ ძალადობაზე სათქმელი იმ ფორმით გამოხატა, რომელიც კანონსაწინააღმდეგოა, მაგრამ სასჯელი ამ ქმედებისთვის მხოლოდ ჯარიმას შეიძლება ითვალისწინებდეს.

მოვუწოდებთ მართლმსაჯულების ორგანოებს, იხელმძღვანელონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ჰუმანიზმის სტანდარტებით, იმოქმედონ კეთილგონიერების, პროპორციულობის პრინციპით. როგორც ეს 25 ივნისს სასამართლოზე თქვეს ზვიად რატიანმა და მისმა ადვოკატმა, არ არსებობს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ან ქვეყნიდან მიმალვის არანაირი საფრთხე ან გონივრული ეჭვი, ამრიგად, გაუმართლებელია 14 აგვისტომდე ზვიად რატიანის პატიმრობაში დატოვება. შესაბამისად, ვითხოვთ დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებას სასამართლო პროცესამდე, ადვოკატის მოთხოვნის თანახმად.

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ზვიად რატიანის მიმართ გამოყენებულ ყველა ღონისძიებას, ბოლომდე დავიცავთ მის უფლებებს ჩვენ ხელთ არსებული მშვიდობიანი და კანონიერი საშუალებებით, უზრუნველვყოფთ საქმის მიმართ საერთაშორისო ყურადღების მობილიზებასა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ჩართულობას.

ხელმოწერები განახლებადია.

დავით ტურაშვილი, მწერალი

გვანცა ჯობავა, მთარგმნელი, გამომცემელი

რატი ამაღლობელი, პოეტი

პაატა შამუგია, პოეტი

ზაზა ბურჭულაძე, მწერალი

ზვიად კვარაცხელია, მწერალი, გამომცემელი

არჩილ ქიქოძე, მწერალი

გიორგი კეკელიძე, მწერალი

იაკი კაბე, მწერალი

მაია კუდავა, გამომცემელი

ლაშა ბუღაძე, მწერალი

ნანა ექვთიმიშვილი, მწერალი

ლელა სამნიაშვილი, პოეტი, მთარგმნელი

რეზო გეთიაშვილი, პოეტი

ნათია გიორგაძე, პოეტი

ანა კოპალიანი, მთარგმნელი

ლელა ცუცქირიძე, მწერალი

ბექა ქურხული, მწერალი

მაკო ჯანჯიბუხაშვილი, ლიტერატორი

რუსუდან რუხაძე, მწერალი

დათა ხარაიშვილი, მთარგმნელი

ქეთი ქანთარია, მთარგმნელი

ნუკა ღამბაშიძე, გამომცემელი

მანანა მათიაშვილი, მთარგმნელი

ვასილ გულეური, პოეტი, მთარგმნელი

ზურა პაპუაშვილი, პოეტი

მედეა იმერლიშვილი, ლიტერატორი, მთარგმნელი

თეონა ბექიშვილი, რედაქტორი

ნინო გოგალაძე, რედაქტორი

ბექა ადამაშვილი, მწერალი

ალექს ჩიღვინაძე, მწერალი

ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი

ნესტან-ნენე კვინიკაძე, მწერალი

მიხეილ ციხელაშვილი, მწერალი

თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი

თინა მამულაშვილი, გამომცემელი

ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი

ანა ჭაბაშვილი, რედაქტორი

ნინო კიკნაძე, კულტურის მენეჯერი

კატო ჯავახიშვილი, პოეტი

გაგა ნახუცრიშვილი, პოეტი

ნინა სურამელაშვილი, მწერალი

ელენე ჯაფარიძე, მწერალი

თამარ ჟღენტი, პოეტი, მთარგმნელი

მაია დანელია, კულტურის მენეჯერი

თამარ გავაშელიშვილი, რედაქტორი

ია ჭინჭარაძე, პოეტი

ნინო ბექიშვილი, რედაქტორი

თაკო ფოლადაშვილი, მწერალი

ხათუნა ცხადაძე, პენცენტრის პრეზიდენტი, მთარგმნელი

ნატა ლომოური, პენცენტრის აღმ. დირექტორი, კულტურის მენეჯერი

მარიამ ჯანელიძე, ლიტერატურათმცოდნე

თამთა მელაშვილი, მწერალი

დალილა გოგია, მთარგმნელი

ზაზა ბიბილაშვილი, პოეტი

ანა ჯავახიშვილი, პოეტი

ხვიჩა ყალაბეგაშვილი, გამომცემელი

ნატო ინგოროყვა, პოეტი

ბესო სოლომანაშვილი, მწერალი

ლანა კალანდია, მთარგმნელი

ზაზა კოშკაძე, მწერალი

ეკა ქევანიშვილი, მწერალი

ანინა გოგოხია, მთარგმნელი

ინა კულიშოვა, მთარგმნელი

დავით გაბუნია, მწერალი

მაკა კასრაძე, გამომცემელი

ინა არჩუაშვილი, მწერალი

ბელა წიფურია, ლიტერატორი

მაია თარგამაძე-ფიულე, მთარგმნელი

თამრი ფხაკაძე, მწერალი

ია კოროშინაძე, მთარგმნელი

ერეკლე დეისაძე, მწერალი

ელისო ფანცხავა, მთარგმნელი

ნიკა ლაშხია, პოეტი

ოთარ ჯირკვალიშვილი, მწერალი

სოფიო წულაია, ლიტერატორი

ლუკა ბაქანიძე, მწერალი

ელზა გურგენიძე, მწერალი

მაია ალუდაური, გამომცემელი

თამარ მუსხელიშვილი, მთარგმნელი

ნათია ორმოცაძე, მთარგმნელი

ლელა შუბითიძე, ლიტერატურის მენეჯერი

თეონა ბითაძე, მთარგმნელი

ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე

ნინი სანადირაძე, კულტურის მენეჯერი

თეკლა ქველაძე, კულტურის მენეჯერი

შოთა იათაშვილი, პოეტი

გიკა მიქაბაძე, წიგნის გამარვცელებელი

ნატო კვარაცხელია, მთარგმნელი

თამარ შანიძე, მთარგმნელი

კაწია ვოლტერსი, მთარგმნელი

გიორგი მაისურაძე, მწერალი

ნანა აბულაძე, მწერალი

ირმა ტაველიძე, მწერალი

თემურ ჩხეტიანი, მწერალი

მელანო კობაძიძე, ლიტერატორი

ბაჩანა ჩაბრაძე, პოეტი, მთარგმნელი

ინგა ჟღენტი, მთარგმნელი

დავით ახალაძე, მთარგმნელი

მაგდა ნოვაკოვსკა, მთარგმნელი

მედეა მეტრეველი, ფილოლოგი

ნანა ტრაპაიძე, მწერალი

ქეთევან ნიჟარაძე, მწერალი,

ანა მარგველაშვილი, გამომცემელი

ნიკოლოზ აგლაძე, ლიტერატორი

ბათუ დანელია, პოეტი

რუსუდან კაიშაური, პოეტი

ნანა დევიძე, მთარგმნელი

ქეთევან მეგრელიშვილი, ფილოლოგი

ნათია მიქელაძე, მთარგმნელი

ნიკა ჩერქეზიშვილი, მწერალი

დიანა ანფიმიადი, მწერალი

ციკო ინაური, მწერალი

ლელა კოდალაშვილი, მწერალი

მარინა ცხადაია, გამომცემელი

ნიკო ცეცხლაძე, მხატვარი

გურამ ღონღაძე, მთარგმნელი

მარიამ პაიჭაძე, მთარგმნელი

თემო ცავა, კინორეჟისორი

გიორგი დუნდუა, პოეტი, მხატვარი

ქეთი გრძელიძე, მთარგმნელი

მედეა სორდია, ფილოლოგი

მაია ცირამუა, მწერალი

თამარ სიხარულიძე, კულტურის მენეჯერი

ოლანი ბიწაძე, მწერალი

თამარ კვიჟინაძე, მთარგმნელი

ნინი ელიაშვილი, პოეტი

გიორგი ხარაიშვილი, მწერალი

ეკა კუხალაშვილი, მწერალი, ჟურნალისტი

ტარიელ დათიაშვილი, მწერალი

ირაკლი მაჩიტაძე, მწერალი, ჟურნალისტი

ამბროსი მელქაძე, პოეტი

Boost post

All reactions:

Total
0
Shares
Total
0
Share