ლიტერატურული პრემია „თავისუფალი ლიტერა“

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დააარსა სსიპ „მწერალთა სახლმა“ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. 2021 წლიდან, როცა მწერალთა სახლის ჟიურის მუშაობაში უხეშად ჩაერია კულტურის და სპორტის სამინისტრო და მწერლების უმეტესობამ პრემიას ბოიკოტი გამოუცხადა, „ლიტერას“ საქართველოს პენცნეტრი გასცემს. პრემია აფასებს წლის საუკეთესო წიგნებს 6 ნომინაციაში: წლის საუკეთესო დებიუტი, წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი, წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა, წლის საუკეთესო პოეტური კრებული, წლის საუკეთესო პროზაული კრებული, წლის საუკეთესო რომანი.

მხარდამჭერი – „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“.