ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დააარსა სსიპ „მწერალთა სახლმა“ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. 2021 წლიდან, როცა მწერალთა სახლის ჟიურის მუშაობაში უხეშად ჩაერია კულტურის და სპორტის სამინისტრო და მწერლების უმეტესობამ პრემიას ბიოკოტი გამოუცხადა, „ლიტერას“ საქართველოს პენცნეტრი გასცემს. პრემია აფასებს წლის საუკეთესო წიგნებს 6 ნომინაციაში: წლის საუკეთესო დებიუტი, წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა, წლის საუკეთესო პოეტური კრებული, წლის საუკეთესო პროზაული კრებული, წლის საუკეთესო რომანი და პენცენტრის სპეციალური პრიზი.
მხარდამჭერი – „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, პენ ამერიკა.