თბილისის მე-9 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი  2015 წლიდან ტარდება, ფესტივალის ორგანიზატორი იყო მწერალთა სახლი. ფესტივალში მონაწილეობდა 40 ქვეყნის 160-მდე მწერალი  და ლიტერატორი. 2024 წლიდან მე-9 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს პენცენტრია.  მხარდამჭერები: აშშ-ს საელჩო საქართველოში, „ვერსოპოლისის“ პოეზიის  პლატფორმა, გოეთეს ინსტიტუტი, შვეიცარიის, იტალიის, ესპანეთის საელჩოები საქართველოში, ლატვიის განვითარების ფონდი, პოლონური ინსტიტუტი თბილისში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, NORLA (ნორვეგიული ლიტერატურა საზღვარგარეთ, მოძრაობის თეატრი, სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა „პალიტრა L“, ჟურნალები „ქართული მწერლობა“ და „ინდიგო“ და რადიო „თავისუფლება“.