მძიმე დროში ვცხოვრობთ. თავისუფლებასა და ღირსებას ბევრი ადგილიდან ემუქრებიან. ხშირად, სრულიად მოულოდნელი ადგილებიდანაც.
თუმცა, არ უნდა დავნებდეთ. თავისუფლება არ არის „ფაქტი“, ის მიზანია. ღირსება გარანტირებული არ გვაქვს, ის ბრძოლის შედეგად შეიძლება დაიბადოს.უკრაინა თავისუფალი სამყაროს „პრობლემა“ კი არა, გადარჩენის ერთ-ერთი გზაა.
ახალი ტირანიების მზარდი თავდასხმების ვითარებაში, უკრაინის უწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისთვის იმედს გვისახავს მაშინაც კი, როცა ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებები, ასეთი დაუცველი ჩანს.
გთხოვთ, აიმაღლეთ ხმა! ელაპარაკეთ თქვენს ხალხსა და მთავრობებს. ერთად დადექით ახალი ტირანიების წინააღმდეგ უკრაინის მხარდასაჭერად, რათა შეაჩეროთ უკრაინის თავდაცვის ძალების განიარაღება.
ახლა მძიმე დროა, მაგრამ ნათელი მხოლოდ საერთო ბრძოლის შედეგად გამოჩნდება!
იყავით ძლიერები და არასდროს დანებდეთ!
ერთგულებით,
პენ უკრაინა