ჩატარდა რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო სიმპოზიუმი

23 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო “რუმსში” გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი სახელწოდებით „სიმპოზიუმი დემოკრატიული ფასეულობების დაცვისა და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ“. ღონისძიება ჩატარდა „საქართველოს პენცენტრის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „ამერიკის პენცენტრის“ ორგანიზებით.

სიმპოზიუმი დაიწყო დილის ათ საათზე, გახსნის ცერემონიაზე სიტყვით წარდგნენ “საქართველოს პენცენტრის”
პრეზიდენტი პაატა შამუგია, “ამერიკის პენცენტრის” პრეზიდენტი თომას მელია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიქ ტილდესტრომი.

სიმპოზიუმი ძირითად ნაწილში გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო მწერლები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება
Total
0
Share