3 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართება საქართველოს პენცენტრის პროექტის „მწერლები სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ შემაჯამებელი კონფერენცია.
პროექტში მონაწილე 6 ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) პოპულარული მწერლები თბილისში ისაუბრებენ სიძულვილის ენაზე და თავიანთი ქვეყნების გამოცდილებაზე ამ პრობლემასთან მიმართებით.
პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) სიძულვილის ენის შესახებ დისკუსიების წარმოება და შედეგად, საზოგადოების ინფორმირება. პროექტის ფარგლებში ტარდება სამი საჯარო ლექცია და კონფერენცია.
კონფერენციის მომხსენებლები და პროექტის მონაწილეები არიან:
ჰასმიკ სიმონიანი (სომხეთი);
მარინე პეტროსიანი (სომხეთი);
ალი ნოვრუზოვი (აზერბაიჯანი);
გიუნელ მოვლუდი (აზერბაიჯანი);
ვოლია ჰაპეევა (ბელარუსი);
ულადისლაუ ივანოუ (ბელარუსი);
ირაკლი ლომოური (საქართველო);
ქეთევან ქანთარია (საქართველო);
ინნა ჩებოტარი (მოლდოვა);
პაულა ერიზნაუ (მოლდოვა);
ოსტაპ სლივინსკი (უკრაინა);
იური ზავადსკი (უკრაინა).
კონფერენციაზე ავტორები ისაუბრებენ მშობლიურ ქვეყნებში არსებული ვითარებისა და სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ. ამ საკითხზე მათ მიერ მომზადებული სტატიები გამოქვეყნებულია პროექტის ვებგვერდზე www.hatecontrol.ge
პროექტი ხორციელდება “გერმანიის მარშალის ფონდის”, Black Sea Trust-ის მხარდაჭერით.
კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/WU7BizphNWsH4rsi8
ხანგრძლივობა: 10:30 – 16:00
ჩატარების ადგილი: მწერალთა სახლი, ივანე მაჩაბლის ქ. #13
კონფერენციის დეტალური პროგრამა