პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს ინა არჩუაშვილს

მწერალი და რედაქტორი ინა არჩუაშვილი ჟურნალ „რიწის“ რედაქტორობიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მისთვის არც შეუტყობინებიათ. მოგვიანებით, როდესაც მან გაიგო გათავისუფლების შესახებ, მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელეს.

ჟურნალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო გამოსცემდა.

ინა არჩუაშვილი არის რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორი, ის წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალ „არილში“.

ინა არჩუაშვილის გათავისუფლება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ებრძვის და ავიწროებს საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ ყოველ ადამიანს, რომელიც არ ეთანხმება მის დღევანდელ რეპრესიულ პოლიტიკას.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება
Total
0
Share