“ლიტერას” გამარჯვებულთა დაჯილდოება

გაიმართა პენ საქართველოს ლიტერატურული პრემიის “ლიტერა 2026-ის” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.

ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ პოეტი პაატა შამუგია, მთარგმნელი კატია ვოლტერსი, ლიტერატორი გაგა ლომიძე, მწერალი თეონა დოლენჯაშვილი და ლიტერატურათმცოდნე ქეთი გრძელიძე, გამოავლინა გამარჯვებულები:

წლის საუკეთესო დებიუტი

⁠თაკო წულაია – “არაფერი არ გვემართება” (გამომცემლობა პალიტრა L)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

ბექა ახალაია. „საუკუნო უკუნი“ – (გამომცემლობა „მატარებელი“)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

დავით ქართველიშვილი – „ცვილის ფიგურები“ (გამომცემლობა „პალიტრა L“)

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა

გიორგი კაკაბაძე – „მიზეზთა ბუნება“ (გამომცემლობა “ინტელექტი”)

წლის საუკეთესო რომანი

გოგა ქობალია – „სიკვდილი პაპანაქება მზეში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ასევე გაიცა ლიტერას განსაკუთრებული ჯილდოები:

ლიტერატურული პრემია “ლიტერას” განსაკუთრებული ჯილდო პოეზიისთვის, საგანმანათლებლო და სამოქალაქო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ნატო ინგოროყვას.

ლიტერატურული პრემია “ლიტერას” განსაკუთრებული ჯილდო ორიგინალური ნაწარმოებისთვის გადაეცა მიხელ ჩარკვიანს წიგნისთვის “- „როგორ გადავურჩეთ დიქტატურას“ (გამომცემლობა „ღია სივრცე – ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი“).

ლიტერატურული პრემია “ლიტერას” განსაკუთრებული ჯილდო წიგნიერებისა და განათლების გავრცელებისთვის გადაეცა მწერალ დათია ბადალაშვილს.

შემოქმედებითი საქმიანობითა და სამოქალაქო პოზიციით ნაჩვენები გამბედაობისთვის, იმის შეხსენებისთვის, რომ სიმართლისთვის ბრძოლა და მისთვის თავგანწირვა მუდამ აქტუალური, ძვირფასი და მშვენიერია და რომ სოლიდარობა შემოქმედისა და მოქალაქის უზენაესი ღირებულებაა; პრინციპულობის შთამაგონებელი მაგალითის მოცემისთვისვ”პენ საქართველოს” სპეციალური პრიზი გადაეცა მწერალ ირაკლი ლომოურს.

Total
0
Shares
Total
0
Share