მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის სამ ფინალისტს შორისაა.
პრემიის შესარჩევმა კომისიამ დღეს 2025 წლის პრემიის პრეტენდენტთა მოკლე სია გამოაქვეყნა.
მზია ამაღლობელთან ერთად ფინალში გადავიდნენ უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ ბუტკევიჩი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი – ულვი ჰასანლი.
ვაცლავ ჰაველის პრემია გადაეცემა ადამიანის უფლებების დამცველებს და სამოქალაქო აქტივისტებს.
პრემიას გადასცემს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკასა და Charta 77 Foundation-თან ერთად.
მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის პრემიაზე პენ საქართველომ წარადგინა.