მზია ამაღლობელმა სახაროვის პრემია მიიღო

 „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და მენეჯერმა, სინდისის პატიმარმა მზია ამაღლობელმა სახაროვის პრემია მიიღო. მასთან ერთად დაჯილდოვდა ბელარუსი ჟურნალისტი, ანდჟეი პოჩობუტიც. სახაროვის პრემიის ორივე ლაურეატი დღეს პატიმარია.

ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში. პრემიით ჯილდოვდებიან ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც იბრძვიან აზრის, გამოხატვისა და ადამიანთა უფლებების თავისუფლებისთვის; დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის, მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. პრემიას  ევროპარლამენტი 1988 წლიდან ყოველწლიურად გადასცემს.

წელს მზია ამაღლობელთან და ანდრეი პოჩობუტთან ერთად სახაროვის პრემიის ფინალისტები იყვნენ:

„სერბი სტუდენტები“

”ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში, რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის ჟურნალისტთა სინდიკატი, წითელი ნახევარმთვარე და UNRWA“

პენ საქართველო ულოცავს მზია ამაღლობელსა და „ბათუმელებს“/“ნეტგაზეთს“ ამ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს.  

Total
0
Shares
Total
0
Share