ჟურნალისტების დევნა გრძელდება

11 აპრილს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა  სამსახურიდან გაათავისუფლა ორი ჟურნალისტი – ვასილ ივანოვ ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მაუწყებლის პროსამთავრობო პოლიტიკას და იბრძოდნენ სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის.  ცოტა ხნით ადრე მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე პროკურატურით და გამოძიებით დაემუქრა.

12 აპრილს „საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორმა დისციპლინური სანქცია დაუწესა კიდევ  ოთხ მოქმედ თანამშრომელს: ჟურნალისტებს – თამარ მშვენიერაძეს და იოსებ კაციტაძეს, რეჟისორებს − ირმა ჩუბინიძეს  და კახაბერ მელიქიძეს. ასევე, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ პროტესტის ნიშნად დატოვა  რადიოს წამყვანმა − დავით ველიჯანაშვილმა და მონიტორინგის მენეჯერმა − თეა კახიანმა.

 „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და  „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ აგრძელებენ ჟურნალისტების დევნას, რათა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ხმა ჩაახშონ და არხზე მხოლოდ ის თანამშრომლები დატოვონ, რომლებიც უსიტყვოდ გაატარებენ სამთავრობო პოლიტიკას.

Total
0
Shares
Total
0
Share