ზვიად რატიანი – ეს იყო სილა ყველასთვის

„ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო სიმბოლური საქციელი, ყველაზე განზოგადებული, რაც ყველა მოძალადე პოლიციელმა, სასამართლოს ყველა წარმომადგენელმა უნდა მიიღოს თავის თავზე, ვინც ამ უსამართლობასა და ქვეყნის ღალატშია ჩართული. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს იყო სილა ყველასთვის“, – ასე ახსნა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ზვიად რატიანმა თავისი ქმედება, როცა რუსთაველის გამზირზე 23 ივნისის ღამეს პოლიციელს სილა გააწნა.

ზვიად რატიანმა დარბაზში მყოფ ერთ-ერთ მანდატურზეც მიუთითა, რომელიც ნინო დათაშვილზე ძალადობდა:

„როცა ვსაუბრობდი სიმბოლოებზე, ეს სილა სწორედ მას უნდა მიეღო… ერთ-ერთი მოძალადე ბექა [სადრაძე] და ჩემი ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია გახდა და მიზეზი იყო ქალბატონი მზია ამაღლობელის და ქალბატონი ნინო დათაშვილის საქმე და ის ძალადობა, რაც მათ მიმართ განხორციელდა… ეს სილა იქცევა ძალიან დიდ სილად“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვრცლად და დეტალურად ამ საქმის სიმბოლურ მნიშვნელობაზე დასკვნით სასამართლოზე ისაუბრებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა ზვიად რატიანისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და გირაოს შეფარდების შესახებ.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ის პატიმრობაში დატოვა.

Total
0
Shares
Total
0
Share