პენ საქართველო წარმოგიდგენთ ლიტერატურული პრემია “ლიტერას” მოკლე სიას. წელს საკონკურსოდ ხუთ ნომინაციაში შემოვიდა 2024 წელს გამოცემული 78 წიგნი. ხუთი წევრისგან შემდგარმა კონფიდენციალურმა ჟიურიმ 25 ფინალისტი შეარჩია:
წლის საუკეთესო დებიუტი
- ნიქო გორგილაძე, “აქ მიპოვი” (გამომცემლობა “ინტელექტი”)
- ალექსანდრე ნარსია, “მზე შენს თვალებში” (გამომცემლობა ინტელექტი)
- ნათელა ჯანელიძე, “პირანიები” (გამომცემლობა “ინტელექტი”)
- გიორგი ხარაიშვილი, “ჭაობის სიმაღლიდან” (გამომცემლობა “კალმოსანი”)
- ნათია ნინიკელაშვილი, “12 კვირა თებერვლამდე” (გამომცემლობა “აზრი”)
- თინათინ ნოღაიდელი, “ულვაშები” (სულაკაურის გამომცემლობა)
- ლექსო ჩხაიძე, “გარეთ ქარში საკითხავი” (გამომცემლობა “კალმოსანი”)
- მიხეილ ჩარკვიანი, მიხეილ ჩარკვიანი – “გამოსვლა/exodus” (გამომცემელი: “ღია სივრცე – ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი”)
- დავით ხორბალაძე, “UnLove” (გამომცემელი: “ღია სივრცე – ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი”)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული
- რეზო გეთიაშვილი, “მეოთხე პირის ნიშანი” (გამომცემლობა “კალმოსანი”)
- ბელა ჩეკურიშვილი, “მარწყვის მდელოები” (გამომცემლობა “ინტელექტი”)
- თამთა დოლიძე, “მხოლობითი რიცხვი” (გამომცემლობა “ინტელექტი”)
- გაგა ნახუცრიშვილი, “ოთხი თავი” (გამომცემლობა “ინტელექტი”)

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
- ლანა ღოღობერიძე, “როცა აყვავდა ნუში” (სულაკაურის გამომცემლობა)
- გოგი ჩაგელიშვილი, “კედელს მიღმა” (გამომომცემლობა “ინტელექტი”)
- ანა მარგველაშვილი, “წერილები მეფეს” (გამომცემლობა “ალონი”)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული
- იუნონა გურული, “ჭიამაიას სისხლი” (გამომცემლობა “პალიტრა L”)
- არმაზ ბეკარი, “მშვიდობით სომერსეტ!” (სულაკაურის გამომცემლობა)
- ნანა აკობიძე, “სამი ომი” (გამომცემლობა “ინტელექტი”)

წლის საუკეთესო რომანი
- ლადო კილასონია, “მანდარინის კასტეტი” (გამომცემლობა “ინტელექტი”)
- ირაკლი მეტრეველი, “ნებადართული ჯადოქრობა” (სულაკაურის გამომცემლობა)
- მიხეილ ციხელაშვილი, “ტანჟერული სიზმარი” (სულაკაურის გამომცემლობა)
- აკა მორჩილაძე, “როძინა, ანუ ჯაშუშობა ბოლო ჟამისა” (სულაკაურის გამომცემლობა)
- თეონა დოლენჯაშვილი, “მეამბოხე” (გამომცემლობა “პალიტრა L”)
- ნოდარ ლადარია, “ელი! ელი!” (გამომცემლობა “ინტელექტი”)

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დააარსა „მწერალთა სახლმა“ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. 2021 წლიდან, როცა მწერალთა სახლის ჟიურის მუშაობაში უხეშად ჩაერია კულტურის სამინისტრო და მწერლების უმეტესობამ პრემიას ბიოკოტი გამოუცხადა, „ლიტერას“ პენ საქართველო გასცემს.
პრემია აფასებს წლის საუკეთესო წიგნებს 6 ნომინაციაში: წლის საუკეთესო დებიუტი, წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა, წლის საუკეთესო პოეტური კრებული, წლის საუკეთესო პროზაული კრებული, წლის საუკეთესო რომანი და პენცენტრის სპეციალური პრიზი.
პრემიის მხარდამჭერები არიან „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და პენ ამერიკა.