ლიტერატურული პრემია “ლიტერა 2026”

პენ საქართველო აცხადებს ლიტერატურულ პრემიას „ლიტერა 2026”

პრემია გაიცემა 6 ნომინაციაში.

წლის საუკეთესო დებიუტი

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

წლის საუკეთესო რომანი

პენ საქართველოს სპეციალური პრიზი

ლიტერატურულ პრემიაზე საკონკურსოდ განიხილება 2025 წელს ქართულ ენაზე გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები;

პრემიაზე წარდგენილი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა;

წიგნის კონკურსზე წარდგენა შეუძლია მხოლოდ გამომცემლობას.

კონკურსის შედეგებს აფასებს პენ საქართველოს მიერ შერჩეული 5 წევრიანი კონფიდენციალური ჟიური.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 მარტი.

კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური წარადგენს ამა წლის ნოემბრის ბოლოს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან დეკემბერში.

გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის პენ საქართველოს ოფისში (გერონტი ქიქოძის ქ. #16, სართ. 2 ) უნდა წარმოადგინონ:

• განაცხადი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, პენცენტრის სახელზე. განაცხადის ფორმა იხ. დანართი 1.პენ საქართველო აცხადებს ლიტერატურულ პრემიას „ლიტერა 2026”

პრემია გაიცემა 6 ნომინაციაში.

წლის საუკეთესო დებიუტი

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

წლის საუკეთესო რომანი

პენ საქართველოს სპეციალური პრიზი

ლიტერატურულ პრემიაზე საკონკურსოდ განიხილება 2025 წელს ქართულ ენაზე გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები;

პრემიაზე წარდგენილი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა;

წიგნის კონკურსზე წარდგენა შეუძლია მხოლოდ გამომცემლობას.

კონკურსის შედეგებს აფასებს პენ საქართველოს მიერ შერჩეული 5 წევრიანი კონფიდენციალური ჟიური.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 მარტი.

კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური წარადგენს ამა წლის ნოემბრის ბოლოს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან დეკემბერში.

გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის პენ საქართველოს ოფისში (გერონტი ქიქოძის ქ. #16, სართ. 2 ) უნდა წარმოადგინონ:

• განაცხადი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, პენცენტრის სახელზე. განაცხადის ფორმა იხ. დანართი

• საკონკურსოდ შერჩეული წიგნების 5 ეგზემპლარი;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@pencenter.ge

ტელ: 577 573232, 593 393866

წიგნების ჩაბარება შესაძლებელი იქნება 26, 27, 30 და 31 მარტს 13:00-19:00 საათზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@pencenter.ge

ტელ: 577 573232, 593 393866

Total
0
Shares
Total
0
Share